суббота, 30 января 2016 г.

იცოდით თუ არა , რომ ... #TAXISTAR





''კარგ'' ტირილს შეუძლია კარგ ხასიათზე მოგიყვანოთ, ხოლო 'ცუდ' ტირილს კი შეუძლია თავი უარესად გაგრძნობინოთ.



ადამიანის ფრჩხილები ზამთარში უფრო სწრაფად იზრდება.



მსოფლიოში ყოველ წითში 2000 ბავშვი იბადება.



1 წუთი კოცნისას ადამიანი წვას 26 კალორიას.



საშუალოდ ადამიანი ჭმას თითქმის 1500 ფუნტს წელიწადის განმავლობაში.



ჩინელი მოზარდების 30 პროცენტი ცხოვრობს მშობლებთან ერთად.



ჩვენი ტვინის 80% წყალია.



დედამიწა არის დაახლოებით 6,588,000,000,000,000,000 ტონა.



მზე დედამიწას 330330-ჯერ აღემატება.



მთა ევერესტზე არის დაახლოებით 200 ცხედარი.



დილით თქვენ 1 სანტიმეტრით მაღალი ხართ ვიდრე საღამოს.



საშუალოდ ქალი ხუთ წელიწადში იყენებს მისი სიგრძის ტუჩსაცხს.



ჰოლანდიელები ყველაზე მაღალი ადამიანები არიან.



თვეში ერთხელ ადამიანების 47% ხედავს კოშმარებს.



1900 წელს ადამიანები 47 წლამდე ცხოვრობდნენ.



ძროხა გვაძლევს დაახლოებით 200 000 ჭიქა რძეს მის სიცოცხლეში.



სპილოს ტვინი იწონის დაახლოებით 6 000 გრამს, ხოლო კატის ტვინი 30 გრამს.



მსოფლიოში ადამიანზე მეტი ქათამი არსებობს.



მსოფლიოში პირველ კომპიუტერს ერქვა Z1 რომელიც გამოიგონეს 1939 წელს.



ინტერნეტით დაახლოებით 1 319 872 109-ადამიანი სარგებლობს.



ფორთოხლის წვენი ბუნებრივად შეიცავს მცირე რაოდენობის ალკოჰოლს.



ნაყინი არის ჩინური საკვები.



საზამთრო იაპონიაში შეიძლება რომ 100 დოლარი ღირდეს.



კოკა-კოლა თავდაპირველად იყო მწვანე.



1 ლიტრი სასმელი წყალი შეიცავს დაახლოებით 100 000 ბაქტერიას. 

გთავაზობთ საიტნერესო ფაქტებს , რომელიც საჭიროა ვიცოდეთ #TAXISTAR


                                                  

 ჩვენს პლანეტაზე უამრავი იდუმალი და საინტერესო ფაქტია,მაგრამ საინტერესოა რომლებია 
აქედან ყველაზე საინტერესო. აი ნაკრები იმ მეტად საინტერესო და უცნობი ფაქტებისა.
რათქმაუნდა ეს მხოლოდ იოტისოდენა ინფორმაციაა იმასთან შედარებით რასაც სამყარო ინახავს. ეს გამოკვლეული ფაქტებიც დაგანახებთ თუ სინამდვილეში როგორია ჩვენს გარშემო სამყარო.

1. ძველ საბერძნეთში თუ პაციენტი ოპერაციის დროს გარდაიცვლებოდა, ექიმს ხელებს აჭრიდნენ.
2. მორიელებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში არაფერი არ ჭამონ.
3. მეცნიერულად დამტკიცებულია რომ თუ 21 დღის განმავლობაში სულ ერთი და მიავეს დაიცავ, ჩვევად გექცევა. ესეიგი მხოლოდ 21 დღე უნდა გაიჭირვო და მერე მარტივია.
4. ორ საათიანი ფილმის ფირი 3200 მეტრია.
5. როდესაც შუშა იბზარება, ბზარი ფართოვდება 5000 კმ/ს სიჩქარით.
6. ეიფელის კოშკ ყოველ 7 წელიწადში ერთხელ თვიდან ბოლომდე ღებავენ.
7. ყველაზე სწრაფი ადამიანი მსოფლიოში ჰუსეინ ბოლტია, მისი ამქსიმალური სიჩქარე 37.578 კმ/ს-ია.
8. გენერალი შერმანი: ყველაზე დიდი ხე პლანეტაზე, მისი მოცულობა 1487 მ კუბია, მასა 1900 ტონა, ასაკი 2000 წელი.
9. ჩინეთსი მასწავლებლები ბავშვებს უფლებას აძლევენ გაკვეთილზე 20 წუთით დაიძინების რათა უკეთ ისწავლონ.
10. 9 მეტრი, ამ სიგრძეზე შეუძლია ზრდასრულ კენგურუს გადახტომა.
11. 90% გოგონებისა უკმაყოფილოა საკუთარი ფიგურით.
12. სიმპსონები- ყველაზე გრძელი მულტსერიალი.
13. ძველ ეგვიპტეში კატის მკვლელობა სერიოზულ დანაშაულად მიიჩნეოდა.
14. . მაღაზიების გასახდელში მყიდველს იზიდავს სარკე საკუთარი თავის შესათვალიერებლად.
15. ასტრონავტების ჩაფხუტებზე არის სპეციალური მოწყობილობა, რითიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში.
16. . თუ GOOGLE search-ში ჩაწერთ : 241543903, თქვენ დაინახავთ ადამიანების სურათებს, საყინულეში შეყოფილი თავით :დ
17. ასტრონავტების ჩაფხუტებზე არის სპეციალური მოწყობილობა, რითიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ცხვირის მოფხანა.
18. კინდერ სურპრიზის შემოტანა და გაყიდვა აკრძალულია აშშ-ს ტერიტორიაზე.
19. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქალის სახელია ანაა,ე ს სახელი 100 მილიონ ქალს ქვია.
20. Pupula duplex-ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა, როდესაც ერთ თვალში ორი გუგაა.
21. მე-17 საუკუნეში თერმომეტრებს კონიაკით ავსებდნენ და არა ვერცხლისწყლით
22. არსებობს ჩიტი რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს აჯავრებს.
23. ქვის გაცურების მსოფლიო რეკორდი ამერიკელმა კურტ შტაინერმა შეძლო, რომელმაც ქავს აიძულა 88 - ჯერ გაცურებულიყო.
24. ფინეთსი სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმა განისაზღვრება მძღოლის წლიური შემოსავლის მიხედვით.
25. ზვიგენს შეუძლია ერთი წვეთი სისხლის აღქმა 100 ლიტრ წყალში.
26. რულეტის ციფრთა ჯამი 666-ს უდრის.
27. კოლიბრი ერთადერთი ჩიტია რომელსაც უკან ფრენაა შეუძლია.
28. შოკოლადის სასიკვდილო დოზა ადამიანისთვის 10 კილოა ერთ ჭამაზე.
29. პეპლები მიწისძვრის დროს ვერ დაფრინავენ.
30. ხეოფსის პირამიდის ფილებს შორის კინძის თავს ვერ ჩადებ.
31. იაპონიაში ქუჩებს დასახელებები არ აქვთ
32. საშუალოდ ადამიანი 7 წუთში იძინებს.
33. დაახლოებით 70 პროცენტამდე ადამიანების არიან ზეგავლენის ქვეშ სხვისი აზრისა, მხოლოდ 30 % გააჩნია საკუთარი აზრი.
34. სტატისტიკურად ადამიანების 58 % უცნაურად იცინის.
35. წამწამი 100-200 დღეს ცოცოხლობს და შემდეგ ვარდება.
36. თუ youtube-დან ვიდეოს გადმოწერა გინდათ უბრალოდ "ss” მიუწერეთ ყოუტუბეს წინ.
37. სამეფო კობრას იმდენი შხამი აქვს რომ მოკლას 20 ადამიანი და ერთი სპილო.
38. მსოფლიო რეკორდი სუნთქვის შეკავებაში 22 წუთი და 30 წამია.
39. ვინდოუსში ვერ შექმნით ფაილს ან პაპკას სახელად con.
40. Skitls-ის ორიგინალურშფუთვაზე არ არის ლურჯი ფერი ამიტომ ცისარტყელას ვერ გასინჯავთ.
41. ქალის გული უფრო სწრაფად ფეთქავს, ვიდრე კაცის.
42. ვეშაპის გული წუთში დაახლოებით 9-ჯერ ცემს.
43. ყველაზე პოპილარილი სახელი დედამიწაზე ანაა. ამ სახელს თითქმის 100 მილიონი ადამიანი ატარებს.
44. ზღვის თახვები ძილის დროს ერთმანეთს თათებით ეჭიდებიან, რათა ისინი დინებამ არ დააშოროს ერთმანეთს.
45. ერთი კარგი ბურთულიანი კალმით შესაძლებელია დაახლოებით 50 000 სიტყვის დაწერა.
46. ჰავაიში სერფინგი ჩართულია სკოლის პროგრამაში.
47. წელი, რომელიც ღვინის ბოთლზეა მითითებული, აღნიშნიშნავს წელს, როდესაც ყურძნის ნაყოფი დაკრიფეს და არა როდისაა ღვინო ბოთლში ჩასხმული.
48. ლეონარდო და ვინჩიმ დახარჯა თითქმის 12 წელი, რომ დაეხატა „მონა ლიზას ტუჩები"

вторник, 26 января 2016 г.

ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 
     ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.
   წმინდა ნინო ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელია საქართველოში. იგი წარმოშობით კაბადოკიელი იყო წმინდა გიორგის ნათესავი. ნინომ გაიგო ქრისტეს მიწიერი წამების ამბავი და ისიც, რომ თურმე უფლის კვართი (უკერავი პერანგი) წილისყრით შეხვედრია მცხეთელ ებრაელს, ელიოზს, რომელსაც იგი, დისა და დედის თხოვნით, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში წაუსვენებიათ. ნინო ოცნებობდა ივერიაში ჩამოსვლაზე, რათა ქრისტეს პერანგის მოხვევის ღირსი გამხდარიყო.ღმერთმა ისმინა მხურვალე ლოცვა. მას წმინდა მარიამი გამოეცხადა ძილში და უბრძანა: ''წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში და იქადაგე სახარება''. ღვთისმშობელმა იქვე მდგარი ვაზისაგან გააკეთა ჯვარი, რომელიც ნინომ საკუთარი ნაწნავით შეკრა. მან მიაღწია მცხეთას და იწყო ქადაგება.სამკურნალო ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება დაიმსახურა. მცხეთაში მისვლიდან მე-6 წელს წმინდა ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახი. მისი წყალობით მცხეთაში ქრისტიანობის მრავალი მიმდევარი გაჩნდა. წმინდა ნინო თიანეთში ასულა და ბევრი ქართველი გაუქრისთიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ბოდბე) გარდაიცვალა. იქვე დაუსაფლავებიათ.

воскресенье, 24 января 2016 г.

*უფრო მეტი ბონუსი* #ტაქსისტარი გთავაზობთ ... :)


იმგზავრეთ «ტაქსი სტარ»თან ერთად და დააგროვეთ ბონუსები! 
გეძლევათ შანსი დააგროვოთ უფრო მეტი ვიდრე ადრე.
ჩვეულებრივ 20 თეთრის ნაცვლად, ეხლა უკვე 
ჩაგერიცხებათ მგზავრობის საფასურის 5 %.

ოფიციალური ვებ-გვერიდი #TAXISTAR

суббота, 23 января 2016 г.

TAXI STAR— ი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას

TAXI STAR— ი  უზრუნველყოფს თქვენს  უსაფრთხო და სწრაფ  გადაადგილებას ,როგორც თბილისის, ასევე  მთელი  საქართველოს  მასშტაბით.
გთავაზობთ  გადაყვანებს  თურქეთსა  და  ამიერკავკასიის ქვეყნებშიც.
ჩვენი ავტომობილები  აღჭურვილია  GPS  სისტემით, რაც საშუალებას გვაძლევს  მუდმივად  ვადევნოთ თვალი ავტომობილების  გადაადგილებას.
ყოველ ახალ  მომხმარებელს  სისტემაში  ეხსნება საბონუსო ყულაბა , სადაც პირველი შეკვეთიდან  ერიცხება 1 ლარი , ხოლო ყოველი მომდევნო მგზავრობისას გადახდილი საფასურის 5 %.
ჩვენი  წარმატების საიდუმლო მარტივია — ჩვენ გვიყვარს ჩვენი  სამუშაო  და ამაშია ჩვენი საქმისადმი  დამოკიდებულების  მთავარი  განსხვავება, რაც იძლევა უდავო უპირატესობას.

სამახსოვროდ მძღოლებს #TAXISTAR

пятница, 22 января 2016 г.

მობილური აპლიკაცია #TAXISTAR

ტაქსი სტარი გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ მობილური აპლიკაციით, რომელიც გაგიმარტივებთ ტაქსის გამოძახებას ნებისმიერ დროს.


იხილეთ ლინკები :
GET IT ON GOOGLE PLAY : https://play.google.com/store/apps/details?id=startbilisi.taxi.android&hl=ru

GET IT ON APPLE STORE : https://itunes.apple.com/us/app/taxi-star-georgia/id1019107621?mt=8

WINDOWS : https://www.microsoft.com/en-us/store/apps/taxi-star-tbilisi/9nblggh1ns6f

ტარიფები

 *ჩვენთან იაფი და ხელმისაწვდომი ტარიფებია*


ლილოაეროპორტი5 ლარი
სამგორიაეროპორტი8 ლარი
ისანიაეროპორტი9 ლარი
ავლაბარიაეროპორტი10 ლარი
ორთაჭალააეროპორტი10 ლარი
დიდუბეაეროპორტი14 ლარი
ვაკეაეროპორტი14 ლარი

ფხიზელი მძღოლი #TAXISTAR

ხართ მძღოლი და მოგიწიათ დალევა? ნუ გარისკავთ ავტომობილის მართვას!

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურეობას — «ფხიზელი მძღოლი» — ხელმისაწვდომ  ფასად 24-საათის განმავლობაში.
შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული,რომ შინ მშვიდობით მიხვალთ და თქვენი ავტომობილი დარჩება უვნებელი.
ყველას, ვისი ცხოვრებაც დაკავშირებულია ავტომობილის მართვასთან, ჰქონია შემთხვევა, როდესაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ, საჭესთან დაჯდომის სურვილი აქვს, რაც საფრთხეს წარმოადგენს ,როგორც თავისთვის ასევე გარშემო მყოფთათვის.
ამ შემთხვევაში თქვენს დასახმარებლად მოვა კვალიფიციური მძღოლი, რომელსაც აქვს ყველა მარკის ავტომობილის («ჟიგული-დან «ბენტლი-ის» ჩათვლით) მართვის  გამოცდილება

მინივენი


კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება გნებავთ თბილისის მასშტაბით?
 ქალაქგარეთ პიკნიკის მოწყობა გნებავთ?
აეროპორტში გინდათ სტუმრების დახვედრა?
ჩვენ ყველა სურვილს დავაკმაყოფილებთ და ვუზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ყველა მიმართულებით.
გთავაზობთ მინივენით მომსახურეობას , როგორც 5-6 კაცზე, ასევე მინივენებს 7-8 კაცზე.

კორპორატიულ კლიენტებს #TAXISTAR

          ჩვენთან დადებული ხელშეკრულების უპირატესობაა


  • ხელშეკრულების გაფორმება
  • ხელსაყრელი ტარიფი
  • ქალაქგარეთ მგზავრობა
  • დროულად მანქანით უზრუნველყოფა
  • შეკვეთების კოორდინირება
  • კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის კონსულტაცია
  • დეტალური ანგარიში ყველა შესრულებულ შეკვეთაზე
  • თქვენი კომპანიის სტუმრების და პარტნიორების დახვედრა-გაცილება
  • ყველა სახის სატრანსპორტო მომსახურეობა
  • პერსონალის გადაყვანა
  • კომფერენციების და ბანკეტების მომსახურეობა
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე 591103355

ტრანსფერი აეროპორტში

TAXI STAR -ი ახდენს მგზავრების ტრანსფერს საქართველოს აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე.
ტაქსი «სტარ»ი თქვენ და თქვენს სტუმრებს გთავაზობთ 24 საათიან მომსახურეობას თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით. პროფესიონალი მძღოლი დაგხვდებათ აბრით გამოსასვლელთან და მიგიყვანთ ქალაქის ნებისმიერ ადგილას. კომპანია გთვაზობთ, როგორც რუსულენოვან, ასევე ინგლისურენოვან   მძღოლებს, თქვენს მიმართულებით ყოველთვის გამოემგზავრება უახლოესი ავტომობილი.
თუ თქვენ გააფორმებთ გამოძახებას   ტაქსი «სტარ» ში შეგიძლიათ არ ინერვიულოთ ყველა საზრუნავს ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ გთავაზობთ ფიქსირებულ ტარიფებს, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე ან დაუკავშირდეთ ოპერატორს.
TAXI STAR-ი  გთავაზობთ  აეროპორტში  გაცილების  მომსახურეობას.
თუ  თქვენ  არ  გნებავთ  თვითმფრინავის  რეისზე  დაგვიანება ,  შეგიძლიათ  წინასწარი  შეკვეთა  გააკეთოთ  და  ჩვენი  ოპერატორები მაქსიმალურად  სწრაფად  შეძლებენ  შეკვეთაზე  რეაგირების  მოხდენას და  ნამდვილად  არ  დაგტოვებენ  უყურადღებოთ.
 ტაქსი  თქვენს მისამართზე ზუსტად იმ კონკრეტულ დღესა და საათზე იქნება, რომელზეც თქვენ  მოისურვებთ.
ჩვენი  კომპანიის   უპირატესობა  სხვებთან   შედარებით  ისაა,  რომ აეროპორტის  მიმართულებით   არ გვაქვს ფიქსირებული  ტარიფი,  ჩვენთან  ტარიფების  გამოთვლა  რაიონებითხდება.

სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ TAXI STAR-თან ერთად!

четверг, 21 января 2016 г.

ტაქსით უზრუნველყოფა ქალაქში და ქალაქგარეთ #TaxiStar

ტაქსის გამოძახება ქალაქში

  1. ტაქსის შეკვეთა ტელეფონით — ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ვიღებთ შეკვეთებს ტელ.ნომრებზე * 3355 ან 574 121212
  2. ნომერზე *3355 მოქმედებს CALL BACK
  3. ტაქსი შეგიძლიათ გამოიძახოთ ტელეფონში გადმოწერილი აპლიკაციის მეშვეობით
  4. ტაქსის გამოძახება ონლაინ რეჟიმში საიტის მეშვეობით— ჩვენს მგზავრებს შეუძლიათ გამოიძახონ ტაქსი ონლაინ რეჟიმში,სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, სადაც შეუძლიათ მიუთითონ რიცხვი, დრო და მანქანის მიწოდების ადგილი.
  5. ტაქსის გამოძახება ელექტრონული ფოსტით(წინასწარი შეკვეთა)— ელექტრონული ფოსტა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ შეკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ელ. ფოსტით მიღებული შეკვეთა არის სრულიად უფასო.