суббота, 20 февраля 2016 г.

მითხარი რას სვამ და გეტყვი ვინ ხარ შენ...

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალზე შეიძლება იმის მიხედვით იმსჯელო, თუ რომელს სასმელს ანიჭებს უპირატესობას.

შამპანურს კეკლუცი, ცოტა ინფანტილური, ხშირად სერიალების მოყვარული ქალები ეტანებიან. ტკბილეულისა და კალორიული დესერტების თაყვანისმცემლები მომენტალურად თვრებიან.




წითელი ღვინო ვნებიანი, ემოციური და აზარტული ქალების საყვარელი სასმელია. მათი თავშეკავებულობის მიღმა სექსუალური სურვილების ცეცხლი და ეროტიკული ფანტაზიები იმალება.

  




 თეთრი ღვინო თავშეკავებულ, ფრთხილ და შედარებით ცივ ქალებს უყვართ მათ ძალიან კარგად იციან საკუთარი თავის ფასი, იშვიათად სჩადიან სისულელეებს და ოსტატურად ახერხებენ სიტუაციის კონტროლს.




კონიაკი სითბოს და ყურადღების მოყვარული ქალების თანამგზავრია. მგრძნობიარენი და რომანტიკული სოამოვნებით მიირთმევენ სასმელთან ერთად რაიმე ტკბილს, თვალები უბრწყინავთ, ლოყები უხურთ და ფიქრები ვნებიანი ღამისკენ გაურბით.




არაყი ხშირად ძლიერი, მარტოხელა და მიზანდასახული ქალების სასმელია. პრაქტიკულად არ თვრებიან, ძალიან კარგად იციან რა სურთ და ყოველგვარი შესავლის გარეშე პირდაპირ ამბობენ სათქმელს.




ლიქიორი ნაკლებად მსმელი ქალების არჩევანია. მსუბუქი სასმელით გათამამებული ხალისით სვამენ, მალე თვრებიან და ვერ ხვდებიან, როდის გაჩერდნენ. მეორე დილით კი თავბედს იწყევლიან და იფიცებიან, რომ არსად, აღარასოდეს და არავისთან...





ლუდი
 ნაკლებად პრეტენზიულ ქალებს უყვართ. თუ ამ სასმელს ისინი პაემანზე ირჩევენ, მამაკაცს ნაკლები შანსი აქვს, რომ მათი გული მოიგოს. ხშირად ეს ჟესტი მეგობრობად დარჩენის სურვილს გულისხმობს.




ვისკი საკუთარ თავში დარწმუნებული და კომპლექსებისგან თავისუფალი ქალების თანამგზავრია. მიუხედავად იმისა, რომ ვისკი მაგარი სასმელია, ნელა თვრებიან, მაგრამ სამაგიეროდ ისეთებს სჩადიან, რომ მეორე დღეს გახსენება არ ეხალისებათ.




წვენიდა მინერალური სასმელი მოწესრიგებული ანგარიშიანი და ჯიუტი ქალების სასმელია. ბახუსი და „მსგავსი სისულელეები“ მათ უკვე დიდი ხანია აღარ აინტერესებთ, ვერ იტანენ, როცა ალკოჰოლზე მათ შეხედულებებს არ იზიარებენ, ზემოდან უყურებენ მამაკაცებს და მუდმივად მათ გაკონტროლებას ცდილობენ.

  

  

пятница, 19 февраля 2016 г.

ყოველდღიური თმის ვარცხნილობა ქალბატონებს





წესები, რომლებიც დაგვეხმარება ვიცხოვროთ ლაღად

“თავდაპირველად ჩვენ ვქმნით ჩვევებს, შემდეგ კი ეს ჩვევები გვქმნიან ჩვენ“ - ჯონ დრაიდენი.

წესები, რომლებიც დაგვეხმარება ვიცხოვროთ უფრო ჯანსაღად და ლაღად.


1) გაიღვიძე ადრე - მოასწრებ ბევრად მეტ საქმეს და არ დაკარგავ ძვირფას დროს შუადღემდე ძილში.

2) ივარჯიშე - ალბათ ვერც კი წარმოგიდგენია დღეში რამდენიმეწუთიანი ვარჯიში რა კარგად აისახება ჯანმრთელობაზე.

3) წარმოიდგინე რა გინდა მოხდეს დღის განმავლობაში.

4) იურთიერთე ბუნებასთან.

5) დაუთმე დრო ოჯახს.

6) უთხარი ახლობლებს "მიყვარხარ".

7) დაიძინე ადრე.

среда, 10 февраля 2016 г.

ტესტი, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ #TAXISTAR



1. დაწერე შენგან საპირისპირო სქესის ადამიანის სახელი.

2. რომელი ფერი უფრო მოგწონს – წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი, მწვანე.

3. შენი სახელის პირველი ასო.

4. შენი დაბადების თვე.

5. რომელი ფერი უფრო მოგწონს – შავი თუ თეთრი?

6. დაწერე შენი სქესის ადამიანის სახელი.

7. დაწერე შენი ფავორიტი ციფრი.

8. რომელი უფრო მოგწონს – კალიფორნია თუ ფლორიდა?

9. რომელი გირჩევნია – ოკეანე თუ ტბა?

10. დაწერე შენი ოცნება…



პასუხები:

1. შენ 100% შეყვარებული ხარ ამ ადამიანზე.

2. თუ აირჩიე:

წითელი: შენ სიყვარულში ცურავ, სიყვარულით არის შენი ცხოვრება ავსებული.

ყვითელი: შენ კარგი ადამიანი ხარ და გიყვარს ხელის გამართვა სხვისთვის.

ლურჯი: შენ ხარ თბილი და გიყვარს როცა შენი საყვარელი პიროვნებები ყურადღებას გაქცევენ და გეფერებიან.

შავი: შენ ხარ აგრესიული და ჩაკეტილი პიროვნება ასე ვთქვათ.

მწვანე: შენ ხარ განტვირთული და მშვიდი.

3. თუ შენი სახელის პირველი ასო არის:

ა-კ: ძალიან ბევრი მეგობარი და საყვარელი ადამიანი გყავს.

ლ-რ: ცდილობ მაქსიმალურად გაერთო ამ ცხოვრებაში და მალევე შენს ცხოვრებას სიყვარული დაიპყრობს.

ს-ძ: გიყვარს ადამიანების დახმარება და მომავალში შენი ცხოვრება ლამაზი და საყვარელი იქნება.

4. თუ დაიბადე:

იანვარი-მარტი: ეს წელიწადი კარგად ჩაივლის და ნახავ მოულოდნელი პიროვნება შეგიყვარდება.

აპრილი-ივნისი: ძლიერი სიყვარული გექნებათ მაგრამ ხანმოკლე, ოღონდ არასოდეს დაგავიწყდებათ

ივლისი-სექტემბერი: ყველაფერი კარგისკენ მიიწევს, ეს წელი თქვენთვის კარგის მომტანი იქნება.

ოქტომბერი-დეკემბერი: გადასარევი სიყვარული არ გექნებათ, მაგრამ თქვენს სიყვარულს მაინც იპოვნით

5. თუ აირჩიე…

შავი: შენი ცხოვრების დირექცია შეიცვლება, ცოტათი გაგიძნელდება, მაგრამ ბოლოს კარგი რეზულტატი გექნება.

თეთრი: საუკეთესო მეგობარი გეყოლება რომელიც ბევრს გირჩევს მაგრამ შენ არ მოუსმენ.

6. ეს ადამიანი შენი საუკეთესო მეგობარია.

7. ამდენი რაოდენობის ყველაზე საუკეთესო ამხანაგი გყავს

8. თუ აირჩიე…

კალიფორნია: გიყვარს მოგზაურობა.

ფლორიდა: სუსტი ადამიანი ხარ.

9. თუ აირიჩიე…

ტბა: კარგად იქცევი შენს მეგობრებთან და შეყვარებულთან, მაგრამ მორცხვი ხარ…

ოკეანე: გამბედავი ხარ და გიყვარს დახმარების თხოვნა



წყარო : http://poezia.in/

თქვენი ხასიათი ტუჩის ფორმის მიხედვით

 იცოდით, რომ ტუჩების ფორმა ადამიანის ხასიათს განსაზღვრავს? ტუჩების ფორმის მიხედვით ქალები შეიძლება დავყოთ 6 ტიპად: რომანტიკულები, აზარტულები, იდუმალები, ლიდერები, ავანტიურისტები და რეალისტები. 
გაიარე ტესტი და გაიგე, ქალის რომელ ტიპს მიეკუთვნები ტუჩის ფორმის მიხედვით!




1. სავსე, ფართე ტუჩები - აზარტული.

რაიმე თუ მოინდომა, აუცილებლად მიიღებს, თან დაუყოვნებლივ, რაც არ უნდა იყოს ეს "რაიმე" – ახალი ჩანთა თუ ახალი მამაკაცი. მის მოსაპოვებლად აზარტული ქალი ყველაფერს მოიმოქმედებს. თავისუფალსა და ენერგიულს არ ეშინია ინიციატივის საკუთარ თავზე აღების, მისთვის არ არის პრობლემა, პირველმა დაუნიშნოს პაემანი მამაკაცს ან დაურეკოს მას. ასეთი ქალი გულხელდაკრეფილი არ ზის და ბედს შინ არ ელის. 

"ან ახლა, ან არასოდეს" – ეს არის მისი დევიზი. მისთვის აუცილებელია თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მამაკაცი, რომელთანაც ცხოვრების გატარებას ისურვებს, აუცილებლად უნდა იყოს შეუდარებელი საყვარელი და შეეძლოს გადაწყვეტილებების თამამად მიღება. დედიკოს ბიჭები მის გემოვნებაში არ ზიან. 

2. სავსე, მაგრამ არა დიდი ტუჩები - რომანტიკული.

ამ არსებისთვის პირველ ადგილზე ემოციებია და არა ცივი გათვლები. მას ჰგონია, რომ ბავშვობაში დასვეს უზარმაზარ საქანელაზე და იქიდან მისი ჩამოსმა დაავიწყდათ. თანაგრძნობა და ცხვირსახოცი ასეთ ქალს სულ მომარჯვებული აქვს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ის ბევრს მოსწონს. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს – რომანტიკულ არსებას ურჩევნია არ გაეხვიოს სერიოზულ პრობლემებში და უბრალოდ, დახუჭოს მასზე თვალები, მოატყუოს საკუთარი თავი. 

მისი წარმოდგენა იდეალურ მამაკაცზე არ სცდება სასიყვარულო რომანების გმირების ტიპებს. მამაკაცები ხშირად ასეთ ქალებს მშიშარა თაგვებად თვლიან, რომლებიც ყველაფერში დაეთანხმებიან და უსიტყვოდ აღიარებენ მათ უპირატესობას... თუმცა, მამაკაცებო, ფრთხილად! ხშირად გარეგნობა მოჩვენებითია. 

3. ზედა ტუჩი უფრო სრული, ვიდრე ქვედა - ლიდერი.

სრულფასოვანი პიროვნება, რომელიც საქმეს თავიდან ბოლომდე მიჰყვება – გრძნობით, გონებით, წინასწარი გათვლებით და აუცილებლად ლოგიკური დასასრულით. ასეთმა ქალმა ყოველთვის იცის, რა უნდა ცხოვრებისგან. 

აქტიურ ქმედებას ის მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა 200%-ით დარწმუნებულია თავის სიმართლეში. მისი ცხოვრებისეული კრედოა – "ყველაფერი ან არაფერი". 
მას აღიზიანებს ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა და შუა გზაზე ტოვებენ დაწყებულს. 

ეს ქალბატონი ლიდერის ყველა თვისებას ფლობს, მათ შორის - ქარიზმასაც. მისი ოცნების მამაკაცი მასავით ამბიციური უნდა იყოს და დაუსრულებლად აძლევდეს ბიძგს, დაიპყროს მწვერვალები. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს კავშირი დაშლისგან იხსნას, ის არის, რომ ორივემ ისწავლოს კომპრომისზე წასვლის ხელოვნება. 

4. ქვედა ტუჩი უფრო სრული, ვიდრე ზედა - იდუმალი.

ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მას ხშირად მისტირიან უკან კაცები; კონკურენტი ქალები კი მზად არიან, ჩაქოლონ. ის ორიგინალური და ძალიან არაორდინარულია – ურჩევნია, ტომარა ჩამოიცვას, ვიდრე მოდას აჰყვეს და ჩაიცვას ის, რაც ყველას აცვია. 

ზუსტად იცის, რა უნდა. მამაკაცი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული უნდა იყოს, თუნდაც მის ძებნაში მთელი ცხოვრება გალიოს. იდუმალებით მოცულ ქალს არასოდეს მოაკლდება თაყვანისმცემლები, მაგრამ მას აინტერესებს მხოლოდ ისინი, ვინც პირველივე დანახვისას არ მოიხიბლებიან მისით. 

5. თხელი, მაგრამ დიდი ჭრილის მქონე ტუჩები - რეალისტი

ის ყოველთვის მყარად დგას ფეხზე – მისთვის ზღაპრული არაფერი არ არსებობს. რეალისტ ქალს ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა უყვარს – ის არა მხოლოდ შემოდგომაზე ყიდულობს საახალწლო საჩუქრებს და მოგზაურობამდე ერთი თვით ადრე ალაგებს ჩემოდანს, არამედ ამ პროცესისგან ნამდვილ სიამოვნებასაც იღებს. 

ის თავით ფეხებამდე პრაქტიკულია და შეყვარებულიც კი არ იკეთებს ვარდისფერ სათვალეს. რაღაც საოცრება უნდა მოხდეს, რომ ასეთმა ქალმა თავი დაკარგოს. 
მას ურჩევნია, არ გამოააშკარაოს ემოციები სახალხოდ. ამიტომაც ხშირად ცივი, ჩაკეტილი და თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანი ჰგონიათ. სინამდვილეში ეს მცდარი წარმოდგენაა – უბრალოდ, მას სხვების მსგავსად არ შეუძლია ემოციების გამოხატვა. 

ასეთ ქალს ყველაფერში სტაბილურობა უყვარს. მისი ოცნების მამაკაცს შეუძლია არ მოუწყოს რომანტიკული სიურპრიზები და არც სიგიჟეების ჩადენაა მისთვის საჭირო. საკმარისია, საიმედო იყოს. 

6. თხელი, მაგრამ პატარა ჭრილის ტუჩები - ავანტიურისტი

მისთვის დაბრკოლებები არ არსებობს, ხოლო მისი ბუნებით მინიჭებული ოპტიმიზმი იმხელაა, 3-4 ადამიანს ეყოფოდა. მას ერთ ადგილას ჯდომა ფიზიკურად არ შეუძლია – შვებულებას იმაში გაატარებს, რომ სპილოებს მოუაროს ან კილიმანჯარო დაიპყროს. ნაკლებად გლობალური – სტანდარტული პროექტები მას, უბრალოდ, არ აინტერესებს. გიჟდება თავგადასავლებზე. 

ავანტიურისტ ქალს იმდენად სჯერა საკუთარი თავის, რომ ხშირად სარისკო საქმეებს ჰკიდებს ხელს.

ის ნამდვილი მებრძოლია და იმდენად ძლიერი და ნებისყოფიანი, რომ ხშირად მამაკაცებს აფრთხობს კიდეც. მისი პროტოტიპის, ლარა კროფტის ღირსეულ თანამგზავრად ყოფნა ყველას არ შეუძლია – ავანტიურისტი ქალის რჩეულს იგივე თვისებები უნდა ჰქონდეს, რაც თავად მას, ანუ ძალიან ძლიერი უნდა იყოს!